суббота, 16 апреля 2016 г.
ტრენინგის VIII დღე
მერვე დღე საკმაოდ შრომატევადი იყო. ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიაზე, აღქმის სხვადასხვა სტილზე, დიფერენცირებული სწავლების ტიპები მოვარგეთ ჩვენს გეგმას. დავათვალიერეთ ფასილიტაციის სხვადასხვა რესურსი და შევქმენით ჩვენი ნიმუშები. ბოლოს, გადავხედეთ ჩვენ-ჩვენ საქაღალდეებს და მოვახდინეთ ბოლო ჩასწორება ნამუშევარში. დღე იყო საინტერესო და შრომატევადი.
ტრენინგის VII დღე
დავათვალიერეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. გავაკეთეთ უკუკავშირი ნამუშევრებზე. ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნისას.გავიარეთ მოდული 5 და 6-ის ნაწილი. ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის ჩართვა შეფასების პროცესში.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. დავათვალიერეთ შეფასების სქემები, ფორმები, ჩეკლისტები და დავიწყეთ მუშაობა საკუთარი შეფასების სქემებსა და ჩეკლისტებზე.
ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. გავიცანით სსმმ-ს მასალებს. ავტვირთეთ ბლოგზე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.
დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.
ტრენინგის VI დღე
დავასრულე III მოდული და ვისაუბრეთ IV მოდულზე. შვეხეთ შემდეგ თემებს:- როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს თემაში კვლევის, კოლობორაციისა და თანამშრომლობისთვის;
- როგორ დაეხმარება მოსწავლეებს ინტერნეტის გამოყენება XXI საუკუნისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.
ვისწავლეთ გუგლდრაივის ( ვირტუალური სივრცის) გამოყენება და ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.
დღე საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი გამოვიდა
.
ტრენინგის V დღე
დღევანდელი დღე ინფორმაციულად დატვირთული , თუმცა საინტერესო და სასარგებლო იყო. ვიზრუნეთ ბლოგის დიზაინზე და ავტვირთეთ სურათები, გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები, განვიხილეთ პროექტის პრეზენტაცია და გავაკეთეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაციის მონახაზები. ვისაუბრეთ უკუკავშირის მიცემის მეთოდებზე, საავტორო უფლებებზე და მის ფორმებზე. ვიმუშავეთ review-ს ველში.ტრენინგის III დღე
დღევანდელი დღე იყო ინფორმაციული და მნიშვნელოვანი. ტრენინგზე გავიგე, რომ აუცილებელიაია სამუშაო დავგეგმოთ ისე, რომ პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში მისაღწევი იყოს სტანდარტი.გავეცანი პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპს : მისაღწევი სტანდარტის დადგენას, შერჩეული სტანდარტებიდან სასწავლო მიზნებისა და სააზროვნო შეკითხვების გამოკვეთას.
განვიხილეთ როგორ უნდა ფორმულირდეს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ტრენინგის I-II დღე
ტრენინგი დაიწყო ფილმის ,,ხიდი"-ს ჩვენებით, სადაც კარგად ჩანდა რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. გავეცანი ელექტრონულ წიგნს ,,პროექტებით სწავლება", გავეცანი ნავიგაციას. განვიხილეთ პროექტის გეგმები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
შევქმენი ბლოგი.ვისწავლეთ საქაღალდეების სტრუქტურის შექმნა.ვისაუბრეთ ბუკლეტებზე , ბროშურებზე და მათ აქტუალურობაზე. ვნახეთ ბროშურის შაბლონები.
გავეცანი შეფასების რუბრიკას, მოვიფიქრე პროექტის თემა. გავაკეთე პროექტისა და ბროშურის პირველი მონახაზები.
ტრენინგი დაიწყო ფილმის ,,ხიდი"-ს ჩვენებით, სადაც კარგად ჩანდა რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. გავეცანი ელექტრონულ წიგნს ,,პროექტებით სწავლება", გავეცანი ნავიგაციას. განვიხილეთ პროექტის გეგმები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
შევქმენი ბლოგი.ვისწავლეთ საქაღალდეების სტრუქტურის შექმნა.ვისაუბრეთ ბუკლეტებზე , ბროშურებზე და მათ აქტუალურობაზე. ვნახეთ ბროშურის შაბლონები.
გავეცანი შეფასების რუბრიკას, მოვიფიქრე პროექტის თემა. გავაკეთე პროექტისა და ბროშურის პირველი მონახაზები.
Подписаться на:
Сообщения (Atom)